სიდას მხარდაჭერით დებატების ტურნირი გაიმართა

25.01.2019

25 იანვარს, ქ. რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა დებატ კლუბ “პირამიდას” დასკვნითი ღონისძიება და კარლ პოპერის სტილში დებატების ჩენპიონატის ფინალი, რომელშიც მონაწილეობას ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები იღებდნენ. საფინალო  დებატი  გაიმართა თემაზე - ,,ატომური იარაღი უნდა იყოს განადგურებული’’.

ღონისძიების დასასრულს დებატ კლუბის წევრები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით, ხოლო ჩემპიონატის მონაწილეებს  სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

ღონისძიება გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის“ ფარგლებში.



კატეგორია: მართლმსაჯულება