კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის ბიზნეს იდეების კონკურსი გამოცხადდა

02.05.2018

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ბიზნეს საქმიანობის განვითარების მხარდაჭერის მიზნით ,,სიდა" აცხადებს ბიზნეს იდეების კონკურსს. კონკურსთან დაკავშირებით, რეგიონებში გაიმართება საინფორმაციო  შეხვედრები, პროექტის თანამშრომლები დაინტერესებულ პირებს დეტალურად გააცნობენ კონკურსის პირობებს.

საინფორმაციო შეხვედრების განრიგი

კონკურსი ტარდება პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტთან პარტნიორობით მიმდინარეობს.

კატეგორია: მართლმსაჯულება