კანონთან კონფლიქტში მყოფმა ახალგაზრდებმა ბოულინგის მინი-ტურნირში მიიღეს მონაწილეობა

22.02.2018

პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ბენეფიცარები ბოულინგ ცენტრს ეწვივნენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მინი-ტურნირი ბოულინგში, სადაც ახაგაზრდებს საშუალება ჰქონდათ სპორტის ამ სახეობაში მოესინჯათ ძალები და თანატოლებთან ერთად სასიამოვნო სიტუაციაში გაეტარებინათ დრო.

ღონისძიება ემსახურებოდა ახალგაზრდებში სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოზარდების ინტეგრაციისა და სახალისო აქტივობებში ჩართვის წახალისებას.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწოვნებისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიმდინარეობს წამების, მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრთან (GCRT) პარტნიორობით.

კატეგორია: მართლმსაჯულება