ტრანსსასაზღვრო რეგიონების სამოქმედო გეგმების პრეზენტაცია

21.12.2018

21 დეკემბერს გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც მოხდა ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სამოქმედო გეგმების პრეზენტაცია. სამოქმედო გეგმები შემუშავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის მიერ, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

სამუშაო პროცესში ჯგუფებმა განაახლეს მუნიციპალიტეტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, განახორციელეს ეკონომიკის სექტორების პრიორიტეტიზაცია და შერჩეული სექტორების ღირებულებათა ჯაჭვების ანალიზი. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთეს SWOT ანალიზი, ჩამოაყალიბეს მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და გამოავლინეს ის პრიორიტეტები და პროგრამები, რომლებსაც შეუძლიათ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერების გზით ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.


კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა