ქართულ - აზერბაიჯანული თანამშრომლობის პერსპექტივები

03.05.2018

3 მაისს პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველო აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში სიდას აღმასრულებელი დირექტორი და პროექტის მენეჯერი აზერბაიჯანელ პარტნიორებს შეხვდნენ და სამომავლო აქტივობები დაგეგმეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების გაცნობის მიზნით შეხვედრები შედგა გაზახის და აღსტაფას მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა პროექტში ჩართვის და ღონისძიებების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვეს და  უმოკლეს ვადებში ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაც დაიგეგმა.

პროექტს „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველო აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ახორციელებს სამოქალაქო განვითრების სააგენტო (სიდა) და დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს ოთხ ტერიტორიულ პროგრამას: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო, ბელარუსი-უკრაინა და მოლდოვა-უკრაინა

კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა