CSR კლუბის გამგეობის სხდომა

13.07.2017

12 ივლისს, გაიმართა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის გამგეობის მესამე სხდომა. შეხვედრას, გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა, კომპანიამ - „ნატახტარი“- უმასპინძლა.

გამგეობის წევრებმა, შეაჯამეს კლუბის მიერ განხორციელებული საქმიანობა და დაგეგმეს წლის ბოლომდე განსახორციელებელი აქტივობები, მათ შორის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კვირეული, კორპორაციული პასუხისმგებლობის პრაქტიკის კვლევის დასრულება და ანგარიშის მომზადება, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს წარდგენა, კლუბის ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები, ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

გამგეობის წევრებმა იმსჯელეს სექტემბერში დაგეგმილი კორპორაციული პასუხისმგებლობის კვირეულის ფორმატის შესახებ. კვირეულის ფარგლებში გაიმართება ღონისძიებათა სერია - თემატური შეხვედრები, დისკუსიები და საჯარო ლექციები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სხვადასხვა მიმართულების შესახებ, ასევე, კლუბის საერთო კრება.

გამგეობამ მოიწონა, სამდივნოს მიერ წარდგენილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოს კონცეფცია. დაჯილდოება, ხელს შეუწყობს საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას. წევრებმა, აღნიშნული კონcეფციის განსახორციელებლად საჭირო საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აქტივობები, კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით, მხარდაჭერილია, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა