"სიდა მიგრანტებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს

05.05.2017

,,სიდა“ მიგრაციის მიმართულებით ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის იურისტები პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებებს დაიცავენ.

პროექტი ,,პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (GPMR) ფონდი ,,ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის ძალისხმევის გაერთიანება ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებათა ეფექტური დაცვისა და გაძლიერებისთვის, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების გზით, ასევე, პროცესის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის მიგრაციის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება იურიდიული დახმარების მიწოდება მიგრაციის საკითხებზე ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №9/1
ტელ.: 0341 258 822; +995599 217 599
www.migrant.ge
www.facebook.com/migrant.ge 

საკონტაქტო პირები:
თორნიკე აბაშიძე (პროექტის მენეჯერი) ელ. ფოსტა: tornike@cida.ge
ქეთი ბერაძე (ანალიტიკოსი), ელ. ფოსტა: keti@cida.ge
თეონა კილაძე (იურისტი), ელ. ფოსტა: teona@cida.ge


კატეგორია: მიგრაცია