CSR კლუბმა 2017 წელი შეაჯამა

13.04.2018

13 აპრილს გაიმართა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის“ საერთო კრება, რომელსაც კლუბის 70-მდე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. საერთო კრება საანგარიშო ხასიათს ატარებდა, რომლის დროსაც კლუბის რამდენიმე წევრმა საკუთარი ორგანიზაციის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წლიური ანგარიში წარადგინა.

საერთო კრებაზე, ასევე, განიხილეს საქართველოში დღესდღეობით არსებულ ვითარება კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით. ამასთან, კლუბის წევრებმა მიმოიხილეს 2018 წელს დაგეგმილი აქტივობები, ისაუბრეს საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების მნიშვნელობაზე, როგორც საზოგადოების გაძლიერების, ასევე ბიზნესის განვითარების კუთხით. შეხვედრაზე მოხდა კლუბის ახალი წევრების წარდგენაც, ესენი არიან: ფოთის პორტი, m2, კრედიტსერვის +, გირო კრედიტი, ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება

არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (Arbeiter-Samariter-Bund (ASB)) საქართველო, აკორ ჯგუფი, მარდი ჰოლდინგი, პროფიტ ლაბი, ნექსია თიეი.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა