CSR ჯილდო 2019

13.11.2018

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო - "ბიზნესი მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად", მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას.

ჯილდო საშუალებას მოგცემთ:

** მიიღოთ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.

** წარმოჩინდეთ როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე

** წვლილი შეიტანოთ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

მონაწილეობის პირობები:

** საკონკურსო პროექტის ავტორი არის სამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობს საქართველოში;

** წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი შეესაბამება ჯილდოს კატეგორიებს;

** წარმოდგენილი საკონკურსო პროექტი, დაწყებულია, მიმდინარეობს ან დასრულდა 2017-2018 წელს.

ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

** მიზანი 4 : ხარისხიანი განათლება

** მიზანი 5: გენდერული თანასწორობა

** მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

** მიზანი 11: მდგრადი ქალაქები და დასახლებები

** მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის

დაწვრილებითი ინფორმაცია ჯილდოს კატეგორიებისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ, ასევე განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: http://www.jobs.ge/196644/

გთხოვთ, წარმოადგინოთ განაცხადები არაუგვიანეს 2018 წლის 10 დეკემბრისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: csraward@globalcompact.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: keti@cida.ge

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა