,,დაამსხვრიე შუშის ჭერი"-სოლიდარობის აქცია რუსთავში

08.03.2017

8 მარტს, რუსთავის მერიის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას" და "ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა სოლიდარობის აქცია - დაამსხვრიე “შუშის ჭერი”!

“შუშის ჭერი” - ასე უწოდებენ იმ არსებულ, მაგრამ ერთი შეხედვით უხილავ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიან ქალებს კარიერულ წინსვლაში. საქართველოში გოგონების და ქალების აკადემიური მოსწრება შესანიშნავია, სამსახურებშიც პასუხსიმგებლობით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან ქალები. მიუხედავად მათი ნიჭიერებისა და გონიერებისა, კარიერული წინსვლის მხოლოდ გარკვეულ ეტაპს აღწევენ - იკავებენ მენეჯმენტის შუალედურ რგოლს და ვეღარ წინაურდებიან. სწორედ ამ დროს ამბობენ, რომ ქალმა “შუშის ჭერს” მიაღწია და მეტად ის წინ ვეღარ წაიწევს.

აქციის მონაწილეებმა მიმართეს ხელისუფლებას, რომელსაც შეუძლია ამ უხილავი ბარიერების მოხსნა გენდერული კვოტების და სხვა საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების გზით. ასევე, მათ მოუწოდეს საზოგადოებას რათა მათ აღარ შეაფასონ ქალების შესაძლებლობები სტერეოტიპულად და მოუწოდეს ქალებს, რომ მათ აქტიურად იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის და თანასწორობისთვის.

კატეგორია: სხვა