მცხეთაში DCFTA-ის შესახებ დისკუსია გაიმართა

26.11.2018

26 ნოემბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდამჭერი ინიციატივა“ (FASSI), ქვე-გრანტიორმა ორგანიზაციებმა - „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კომიტეტმა“ (ძდექ) და „მთის განვითარების ცენტრმა“, ქ. მცხეთაში მრგვალი მაგიდის დისკუსია გამართეს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მეწარმეები და სხვა აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ.

დისკუსიის  მიმდინარეობისას, ძდექ-ის ხელმძღვანელმა, თამარ მაისურაძემ, განიხილა საგრანტო პროექტის ღონისძიებები და შეაჯამა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ხოლო „მთის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, შოთა ბუჩუკურმა გააკეთა მიმდინარე საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის „DCFTA და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მონიტორინგი“ პრეზენტაცია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ და „სიდას“ წარმომადგენლები, რომლებმაც მეწარმეებისთვის საინტერესო სხვადასხვა შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

პროექტს „სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდამჭერი ინიციატივა“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელობით ახორციელებს შემდეგი ორგანიზაციების კონსორციუმი: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) და ასოციაცია „ათინათი“ (ATINATI).


კატეგორია: ადგილობრივი განვითარება