დასაქმების შესაძლებლობები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის

19.12.2018

19 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა - „დასაქმების შესაძლებლობები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის,“ სადაც მოხდა დასაქმების პორტალის პრეზენტაციაც. შეხვედრას ბიზნეს კომპანიებისა და მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კერძო სექტორის ჩართულობასა და თანამშრობლობის შესაძლებლობებზე. სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახელმწიფოს როლისა და არსებული გამოცდილების შესახებ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და დასაქმების კუთხით.

შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.


კატეგორია: მართლმსაჯულება