გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საერთო კრება

08.06.2018

2018 წლის 8 ივნისს, სასტუმროში „რუმს თბილისი“, გაიმართა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მეორე  საერთო კრება.

ქსელის  სამდივნომ წევრებს წარუდგინა ქსელის ახალი წესდება, გააცნო გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის მიერ  2017 წელს განხორციელებული აქტივობები, ასევე,  გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივის სიახლეები საერთშორისო დონეზე.

საერთო კრების ფარგლებში განახლდა ქსელის გამგეობის შემადგენლობა. ქსელის წესდების მიხედვით, ქსელის გამგეობის არჩევნები იმართება ყოველ 2  წელში, ქსელის საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ყოველ მომდევნო არჩევნებზე, შეიცვლება გამგეობის წევრების მხოლოდ ერთი მესამედი. საერთო კრებაზე, ქსელის წევრებმა გამგეობის წევრებად აირჩიეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორი - თინათინ სტამბოლიშვილი და “APM Terminals ფოთის პორტის” კომუნიკაციისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის განყოფილების ხელმძღვანელი  - მარი ნადარაია.

წევრებმა, 2018 წლის ბოლომდე განსახორციელებელ აქტივობებზე იმსჯელეს,  განსაზღვრეს პრიორიტეტული მიმართულებები მომავალი წლისთვის და ქსელის საქმიანობაში, წევრების  აქტიურად ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აქტივობები, კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით,  მხარდაჭერილია, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული,  ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა