თაფლის ფესტივალი

15.12.2018

15 დეკემბერს, თბილისში, სიდას და მეფუტკრეთა ასოციაციის ორგანიზებით, თაფლის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში 20-მდე მცირე და საშუალო მეწარმემ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან მიღებული ფუტკრის მრავალფეროვანი პროდუქტი. ფესტივალი გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საქარმოების მხარდამჭერი ინიციატივა" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ სიდას-თან პარტნიორობით.

კატეგორია: ადგილობრივი განვითარება