კონკურსი-მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში

26.02.2020

სიდა/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის - მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის.  

კონკურსის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის თემის პოპულარიზაცია და მედიისა და ბიზნესის დაინტერესება ამ მიმართულებით.


1.ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს.


2. კონკურსის პირობები:  

ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე აქტუალურ საკითხებს;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა, ეთერში გავიდა 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის  20 მარტის ჩათვლით;

ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ტელე/რადიო რეპორტაჟის, ბეჭდური/ონლაინ სტატიის  გამოგზავნა;

აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში (ტექნიკური მახასიათებლები:  ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფონტი - sylfaen,  ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000  სიტყვას);

კონკურსში წარდგენილ მასალას თან უნდა ერთვოდეს მედია ორგანიზაციის დასახელება და გამოქვეყნებული მასალის ბმული; ელ. ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა);

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევი ტურიდან;

საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 აპრილი;

ტექსტის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: globalcompact@cida.ge.

გამოგზავნისას ელექტრონული წერილის სათაურში („subject“ ველი) მიუთითეთ: მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისათვის;

აპლიკანტების მიერ, კონკურსის ფარგლებში, გამოქვეყნებული მასალები დაიდება ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე, ჰეშთეგით #მედიაპასუხისმგებლიანიბიზნესისთვის.


3. შეფასების კრიტერიუმები

თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება

მასალა უნდა გვთავაზობდეს ავტორის მიგნებას და ანალიზს

პრობლემის ხედვა

ანალიზი და არგუმენტირება

თემის ობიექტურად ასახვა


კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები შემდეგ კატეგორიებში:

• საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი;

• საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია;


კონკურსი ტარდება სიდას/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.


საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი, კომუნიკაციის მენეჯერი, 599 512215, pr@cida.ge



კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა