მედია ტრენინგი მიგრაციის საკითხებზე

17.06.2018

16-17 ივნისს, სიდას ორგანიზებით, მიგრაციის საკითხებზე მედიისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს სიდას წარმომადგენლებთან ერთად უძღვებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.

ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

• უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში

• ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნა

• ტრეფიკინგი

• მიგრანტთა სამშობლოში დაბრუნება

ჟურნალისტებმა, მიგრანტების რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით, მოამზადეს პრეზენტაციები, თუ როგორ უნდა გააშუქონ სენსიტიური საკითხები და რა გარემოებები უნდა გაითვალისწინონ სიუჟეტებისა თუ სტატიების მომზადებისას.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის ,,პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის" ფარგლებში, რომელიც ,,ღია საზოგადოების ფონდების" ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კატეგორია: მიგრაცია