მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება

07.11.2017

„სიდას“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების წახალისება საქართველოში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობის და თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში, სიდა აქტიურად მუშაობს ბიზნესის მიერ ქალთა გაძლიერების თემაზე დასაქმების ადგილას, ბაზარსა და საზოგადოებაში.

ახალი პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია იწყებს ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად, და მოიცავს რამოდენიმე ეტაპს: ქალი მეწარმეების შერჩევა და მათი საჭიროებების გამოვლენა, ბენეფიციარების გადამზადება, მენტორინგის პროგრამაში მათი ჩართვა და მათზე მცირე გრანტების გაცემა.

პროექტის ფარგლებში 20 მეწარმე ქალი მსხვილი ბიზნეს კომპანიებისგან მიიღებს კონსულტაციას / მენტორინგს მათი საწარმოების განვითარების საკითხებზე, ასევე გაივლის ტრენინგს ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით. პროექტის მეორე ეტაპი მოიცავს 10 მეწარმე ქალისთვის მცირე გრანტების გაცემას, მათი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

პროექტი წვლილს შეიტანს საქართველოში მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის - გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება - განხორციელებაში.

კატეგორია: ადგილობრივი განვითარება