პოზიტიური მშობლობის უნარების ტრენინგი

22.06.2018

19 და 22 ივნისს „სიდას“   და „GCRT”-ის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი „პოზიტიური მშობლობის უნარები“ ქვემო ქართლში მომუშავე სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის. ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბავშვის ქცევის მართვა, აღზრდის პოზიტიური მეთოდები და კომუნიკაცია, ემოციური მხარდაჭერა, საჭიროებების იდენტიფიცირება და სხვა. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ისეთი ინფორმაცია და შეიძინეს ისეთი უნარები, რაც დაეხმარებათ საჭიროების შემთხვევაში თავად დაგეგმონ და განახორციელონ მშობლებთან შეხვედრები მსგავს საკითხებზე.

ტრენინგი ჩატარდა  პროექტის „დანაშაულის  პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც „სიდა“ ქვემო ქართლში წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრთან (GCRT) თანამშრომლობითა და  ევროკავშირის მხარდაჭერით  ახორციელებს.


კატეგორია: მართლმსაჯულება