სამოქალაქო სექტორი და ბიზნესი მართლმსაჯულების თემაზე სარეკომენდაციო პაკეტს მოამზადებს

06.08.2018

2 და 3 აგვისტოს, სიდას ორგანიზებით მოეწყო საკოორდინაცო შეხვედრა მართლმსაჯულების სექტორში მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე მოხდა მონაწილე ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევის  შედეგების გაცნობა და ძირითადი მიგნებების გამოყოფა. ჯგუფმა იმსჯელა, ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესი, მათი განათლებისა და დასაქმების საკითხები და ის გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჩართული ორგანიზაციები და ბიზნესის წარმომადგენლები ერთობლივად მოამზადებენ სარეკომენდაციო პაკეტს, რომელსაც მთავრობას გააცნობენ და მომავალში ადოკატირების კამპანიის დაგეგმვისას გამოიყენებენ.

შეხვედრა,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება ნართლმსაჯულების სექტორში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია განახორციელოს ისეთი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებას - სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.

კატეგორია: მართლმსაჯულება