თანატოლთა განათლების ტრენინგი ქვემო ქართლში

04.07.2018

3-6 ივლისს, ქვემო ქართლში, თანატოლთა განათლების ტრენინგი იმართება. ტრენინგი „სიდას“ და GCRT -ის თანამშრომლობით მიმდინარეობს და მასში 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები თანატოლ განმანათლებლებად გადამზადდებიან და ინფორმაციას მიიღებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: თანატოლთა განათლება, თანატოლთა ზეგავლენა და ასერტული ქცევა, მრავალფეროვნება და მიმღებლობა, დისკრიმინაცია, სტერეოტიპები და ბულინგი. ახალგაზრდები შეისწავლიან პროექტის მომზადებისა და დანერგვის ტექნიკებს და ჯგუფებში მოამზადებენ მცირე სათემო პროექტებს, რომლებიც მომავალში „სიდას“ მატერიალური მხარდაჭერით დაინერგება პროექტის მონაწილეთა მიერ.

ტრენინგი,   პროექტის „დანაშაულის  პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც „სიდა“ ქვემო ქართლში წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრთან (GCRT) თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით  ახორციელებს.

კატეგორია: მართლმსაჯულება