საგზაო უსაფრთხოების თემაზე ტრენერთა ტრენინგი გაიმართა

07.09.2018

საგზაო უსაფრთხოების თემაზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის - ,,სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა!“ შესახებ რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ადამიანი როლი ავტოავარიების ზრდასა თუ შემცირებაში, ნასვამობა საჭესთან, სიჩქარის გადაჭარბება, ავტომობილის დაუდევარი/უყურადღებო/გადაღლილი მართვა, ღვედების და სამგზავრო საბავშვო სავარძლების მნიშვნელობა მგზავრობისას, ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოება.

საგზაო უსაფრთხოების თემაზე რეგიონული კამპანია გაიმართება 17-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსესლის (R-CSN) მიერ. სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი. კამპანიის პარტნიორები არიან ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და APM ტერმინალს ფოთი.

კატეგორია: სამოქალაქო საზოგადოება