ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის

11.10.2018

11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი მონაწილეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე.

სამოქალაქო სექტორის, ბიზნესის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ქვემო ქართლის, კახეთის და განჯა - გაზახის რეგიონებიდან, გაეცნენ გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური აქტივობის საკითხებს,  ქალი მეწარმეების მხარდაჭერის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ არსებულ მდგომარეობას აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე, საკანონმდებლო გარემოს და ქალთა გაძლიერების პრინციპებს. 

შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული „ქალთა ეკონომიკური აქტივობის“ კვლევის შედეგები.


პროექტს „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველო აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ახორციელებს სამოქალაქო განვითრების სააგენტო „სიდა“ და დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს ოთხ ტერიტორიულ პროგრამას: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო, ბელარუსი-უკრაინა და მოლდოვა-უკრაინა.

კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა