ტრანსსასაზღვრო პროექტის პრეზენტაცია საგარეჯოში

18.06.2018

18 ივნისს, საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სიდას ორგანიზებით გაიმართა პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ პრეზენტაცია. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, სიდას აღმასრულებელმა დირექტორმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა გარდაბანშიც. 19 ივნისს, სიდამ ურთიერთგაგების მემორანდუმი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასთანაც გააფორმა.

კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა