გაზახში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

12.09.2018

10-11 სექტემბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, გაზახში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მხრიდან გარდაბნისა და საგარეჯოს, ხოლო აზერბაიჯანიდან გაზახისა და აღსტაფას სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მეცხოველეობის, მეფრინველეობის და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობისთვის, სამუშაო ჯგუფებმა ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გეგმა შეიმუშავეს და განსაზღვრეს პრიორიტეტული მიმართულებები.

ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პრიორიტეტების ჩამოყალიბების შემდეგ გეგმები საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს წარედგინება და მოხდება ამ საკითხების ადვოკატირება.

პროექტს „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და  აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ახორციელებს ,,სიდა" და დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს ოთხ ტერიტორიულ პროგრამას: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო, ბელარუსი-უკრაინა და მოლდოვა-უკრაინა



კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა