სამუშაო შეხვედრა კაჭრეთში

06.07.2018

5-6 ივლისს, კაჭრეთში, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების (გარდაბანი, საგარეჯო, გაზახი, აღსტაფა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე გაიმართა ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პერსპექტივების საბაზისო მოკვლევის პირველადი შედეგების განხილვა; ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, რომლებსაც მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის ინტრუმენტებზე.

სამუშაო შეხვედრაზე, ინტერვიუს ფორმატში მოხდა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლოების შეფასება ადგილობრივი განვითარების დაგეგმარებისა და განხორციელების მიმართულებით; ასევე, მონაწილეებმა  ჯგუფური პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს პრეზენტაციები კონკურენტუნარიანობაზე, კონკურენტულ უპირატესობაზე და მეწარმეობაში ინოვაციური მიდგომების მნიშვნელობაზე.

პროექტი „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტს საქართველოში ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (სიდა), ხოლო აზერბაიჯანში - „დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდასაჭერად.“

კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა