CIDA

Switch to desktop Register Login

ქალების კვლევა17 ოქტომბერს, სასტუმრო „რუმს თბილისში“, ქალი ამომრჩევლების საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ“ კვლევა სამოქალაქო სექტორს, მედიას, არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებს და სხვა დაინტერესებულ მოქალაქეებს წარუდგინა.

კვლევა სექტემბერში ჩატარდა და საქართველოს 10 რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სულ 1106 ქალი გამოკითხეს. შერჩევაში მონაწილე ქალების საშუალო ასაკი 40 წელია. კვლევის მიზანი რეგიონებში მცხოვრები ქალების პრიორიტეტების და საჭიროებების გამოვლენა იყო.

როგორც „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა აღნიშნა, კვლევამ აჩვენა, რომ ნამდვილად ღირს მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარება, რადგან ქალი ამომრჩევლების დღისწესრიგი განსხვავებულია.

რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების მიერ დასახელებული ყველაზე პრობლემური საკითხების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება
სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა
პარკები, სკვერები და სხვა საჯარო ადგილები, გამწვანება, გარე განათება
ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესება
ნარჩენების მართვა
გარდა ამისა, პრობლემური საკითხების სიაში მოხვდა უპატრონო ცხოველების პრობლემის მართვა, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველები, და ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა. ქალთა მიმართ ძალადობას რაც შეეხება, იმის მიუხედავად, რომ ეს საკითხი მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას სცდება, ქალებმა ჩათვალეს, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მეტად უნდა იზრუნონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებაზე, მათ შორის, თავშესაფრებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობაზე და სხვა მექანიზმებისა და სერვისების შექმნაზე.

სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017 00:00
დაწვრილებით...

კამპანია9 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სიდა“ გამართა უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის - „ევროპა სახლია“ პრეზენტაცია. ღონისძიება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა და მას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფოკუსი იქნება საქართველოს რეგიონები, განსაკუთრებით მაღალმთიანი, საზღვრისპირა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტები და სოფლები.

კამპანიის მიმდინარეობისას ორგანიზაციები უვიზო მიმოსვლით სწორად სარგებლობის პროცედურებსა და პირობებს გააცნობენ ადგილობრივ მოსახლეობას: აუხსნიან თუ რა საჭირო პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის თავმოყრა მოუწევთ, სანამ ევროკავშირში/შენგენში გადაადგილებას გადაწყვეტენ და გააცნობენ იმ საფრთხეებსა და რისკებს, რომელიც შეიძლება მათი მხრიდან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას და სათანადო სამართლებრივი ნებართვის გარეშე შენგენის ტერიტორიაზე დარჩენას მოჰყვეს. კამპანია1

კამპანია იმართება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პარტნიორობით. კამპანიის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, ,,ღია საზოგადოების ფონდები“ და სს ,,ლიბერთი ბანკი,“ ხოლო მისი განმახორციელებლები არიან: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).

სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017 00:00
დაწვრილებით...

gamokitxvaსამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც საქართველოს მასშტაბით, 60-ზე მეტ რეგიონულ ორგანიზაციას აერთიანებს, 27-დან 29 სექტემბერის ჩათვლით წინასაარჩევნოდ გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვა, საარჩევნო დღის წესრიგში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, 10 რეგიონში ჩატარდება. მისი შედეგების პრეზენტაცია კი მოგვიანებით გაიმართება პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის, რომლებიც თავის მხრივ, უკეთ გაეცნობიან ამომრჩეველი მოსახლეობის უმრავლესობის საჭიროებებს და შესთავაზებენ მათი გადაჭრის გზებს.

კამპანია დღეს რუსთავიდან დაიწყო, სადაც ,,სიდას" თანამშრომლებმა ადგილობრივი ქალი ამომრჩევლები გამოკითხეს. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი დააკვირდება, თუ რამდენად აისახება კანდიდატებისა და პარტიების პროგრამებში წარდგენილი შედეგები და რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (52%) ქალია, თუმცა კვლევები აჩვენებს,რომ ქალების მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში დაბალია და 2014 წლის არჩევნებში მხოლოდ 40% შეადგინა.

კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავერობო ორგანიზაცია “სიდა”. R-CSN საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS პროგრამა და ევროკავშირი.

,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)“ არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება. ქსელი შეიქმნა 2012 წელს „სიდას“ ფასილიტაციით და მასში გაერთიანებულია 64 რეგიონული ორგანიზაცია.

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 14:29
დაწვრილებით...

kampania batumiსამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც საქართველოს მასშტაბით, 60-ზე მეტ რეგიონულ ორგანიზაციას აერთიანებს, წინასაარჩევნოდ კვლევას ჩაატარებს. კვლევა, საარჩევნო დღის წესრიგში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, 10 რეგიონში ჩატარდება. კვლევის შედეგების პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება პოლიტიკური პარტიებისთვის, კანდიდატებისთვის და  მედიისთვის, ხოლო შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული პუბლიკაცია გავრცელდება  სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში. 

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი დააკვირდება თუ რამდენად აისახება კანდიდატებისა და პარტიების პროგრამებში წარდგენილი კვლევის შედეგები და რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები.

კამპანია დაიგეგმა, RCSN-ის სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში 21 აგვისტოს გაიმართა.  შეხვედრაზე, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, განიხილეს ქსელის შიგნით არსებული ვითარება და დისკუსია გამართეს ქსელის სამომავლო გეგმებზე და გამოწვევებზე. 

,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)“ არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება. ქსელი შეიქმნა 2012 წელს „სიდას“ ფასილიტაციით და მასში გაერთიანებულია 64 რეგიონული ორგანიზაცია.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ,,სიდას“ მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. 

 

წინასაარჩევნო კამპანია ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტებს გამოავლენს

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც საქართველოს მასშტაბით, 60-ზე მეტ რეგიონულ ორგანიზაციას აერთიანებს, წინასაარჩევნოდ კვლევას ჩაატარებს. კვლევა, საარჩევნო დღის წესრიგში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, 10 რეგიონში ჩატარდება. კვლევის შედეგების პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის, ხოლო შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული პუბლიკაცია გავრცელდება  სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში.

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი დააკვირდება თუ რამდენად აისახება კანდიდატებისა და პარტიების პროგრამებში წარდგენილი კვლევის შედეგები და რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები.

კამპანია დაიგეგმა, RCSN-ის სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში 21 აგვისტოს გაიმართა.  შეხვედრაზე, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, განიხილეს ქსელის შიგნით არსებული ვითარება და დისკუსია გამართეს ქსელის სამომავლო გეგმებზე და გამოწვევებზე.

,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)“ არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება. ქსელი შეიქმნა 2012 წელსსიდასფასილიტაციით და მასში გაერთიანებულია 64 რეგიონული ორგანიზაცია.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ,,სიდას“ მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ

 

ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017 12:08
დაწვრილებით...