CIDA

Switch to desktop Register Login

rsz img 0506 - copy“ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების (CED)” პროექტის ფარგლებში ,,სიდას” ორგანიზებით ქვემო ქართლის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მარკეტინგის საფუძვლებში ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეები დაწვრილებით გაეცნენ მარკეტინგის და მისი ფუნქციების, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების და რეგიონული ბიზნესის განვითარებისთვის სოციალური მედიით კომუნიკაციის მნიშვნელობას.

ტრენინგში სომხეთის ტავუშის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს რეგიონულ ბაზარზე ახალი პროდუქტის შეტანის, მომხმარებელთა განწყობისა და პრეფერენციების შესახებ. მონაწილეები ასევე გაეცნენ კომპანია ,,ნატახტარის" სომხეთის ბაზარზე ექსპორტის სტრატეგიის მიდგომებს და წარმატებულ მაგალითებს.

პროექტის ფარგლებში ტავუშის რეგიონის ბიზნეს წარმომადგენლებისთვის იგეგმება მსგავსი ტრენინგის ჩატარება, რომელშიც ქვემო ქართლის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

პარასკევი, 19 აგვისტო 2016 12:25
კატეგორია: საერთაშორისო
დაწვრილებით...

10 ნოემბერს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად დევდარიანი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფ ნორვეგიის დელეგაციას შეხვდა.

ხუთშაბათი, 10 ნოემბერი 2011 00:00
კატეგორია: საერთაშორისო
დაწვრილებით...

31 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით ,,სიდას" დირექტორი იმყოფებოდა შვედეთში, კერძოდ სონდოში არსებულ ფოლკ ბერნადოტ აკარემიაში. ვიზიტის მიზანი იყო მონაწილეობა მულტიეთნიკურ ტრენინგში, რომლის თემა იყო „ეკონომიკური აქტორების როლი კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობის მშენებლობაში“.

ოთხშაბათი, 06 აპრილი 2011 00:00
კატეგორია: საერთაშორისო
დაწვრილებით...