CIDA

Switch to desktop Register Login

crossb16 ივნისს, სომხეთის ქალაქ გიუმრის ტექნოლოგიურ ცენტრში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა პროგრამის შედეგების განხილვასა და ანალიზს რეგიონული მდგრადი განვითარებისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ჭრილში.

კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ ,,სიდას" პროექტის ,,ტრანსსასაზღრო ეკონომიკური განვითარება" წარმომადგენლები, რომლებმაც პროექტის შედეგებზე და იმ პერსპექტივებზე ისაუბრეს, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგადაა შესაძლებელი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ისევე როგორც ტრანსსასაზღვრო პროექტების განმახორციელებელი ჯგუფები საქართველოსა და სომხეთის შესაბამისი რეგიონებიდან.

დისკუსია უმთავრესად აღნიშნული პროექტების საშუალებით მიღწეული შედეგების მიმოხილვასა და ამ მიღწევების მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხებს შეეხებოდა. დისკუსიასთან ერთად, ტექნოლოგიური ცენტრის ეზოში გაიმართა გამოფენა, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მისცა ადგილზე გასცნობოდნენ საქართველო-სომხეთის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული 9 პროექტის ძირითად მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებს.

პროექტი „ტრანსასაზღვრო ეკონომიკური განვითარება” (Cross Border Economic Development - CED)“ თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) საქართველო-სომხეთის პროგრამის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“. სომხეთში პროექტის პარტნიორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „მხარდაჭერა ნოემბერიანსა“ (SfN) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ჩრდილოეთის ფილიალი (EPF NB).

პარასკევი, 16 ივნისი 2017 00:00
დაწვრილებით...

17545139 10155132059717392 7249549941932516294 o„ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში 23 მარტს სომხეთში ქალაქ დილიჟანში გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია. ღონისძიების ფარგლებში მოხდა ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის პროექტის შედეგების გაცნობა, ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია საბაჟო რეგულაციების შესახებ პროდუქციის, ნედლეულის და ტექნოლოგიების იმპორტისა და ექსპორტის პროცესში. მონაწილეები დაწვრილებით გაეცნენ სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინოვაციური ტექნოლოგიების და ტურიზმის სექტორებში საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

კონფერენციის მონაწილეებმა გამოავლინეს ის სექტორები, რაც ტავუშისა და ქვემო ქართლის რეგიონებში განვითრების პოტენციალით ხასიათდება, ესაა: აგრო ტურიზმი, მეხილეობა-მევენახეობა, მეცხოველეობა და ყველის წარმოება.

24 მარტს ქალაქ ნოემბერიანში გაიხსნა „ბიზნესის სანფორმაციო-საბროკერო ცენტრი“, რომელიც დაფუძნდა „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია მოემსახუროს სომხეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობით, ინვესტირებითა და იმპორტ/ექსპორტით დაინტერესებულ კომპანიებს. ცენტრის კვალიფიციური თანამშრომლები გაწევენ კონსულტაციებს საქართველოსა და სომხეთს შორის საბაჟო და საბროკერო რეგულაციებზე, დაინტერესებული მხარეების ინიციატივით მოამზადებენ ბიზნეს გეგმებს და საინვესტიციო წინადადებებს, განახორციელებენ ადგილობრივი ბაზრის კვლევებს, დააკავშირებენ ერთმანეთს პოტენციურ პარტნიორებს. ცენტრის მომსახურება ფასიანი იქნება და განისაზღვრება მომსახურების მოცულობის პროპორციულად.

17492718 10155132059712392 869661446231887178 oპროექტი „ტრანსასაზღვრო ეკონომიკური განვითარება” (Cross Border Economic Development - CED)“ თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) საქართველო-სომხეთის პროგრამის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“. სომხეთში პროექტის პარტნიორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „მხარდაჭერა ნოემბერიანსა“ (SfN) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ჩრდილოეთის ფილიალი (EPF NB);

ორშაბათი, 27 მარტი 2017 11:26
დაწვრილებით...

cedmeet10 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქვემო ქართლის ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებმა სომხეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების პერსპექტივებზე იმსჯელეს და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამებს გაეცნენ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, საბაჟო დეპარტამენტისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე მოხდება ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია საბაჟო რეგულაციების შესახებ პროდუქციის, ნედლეულისა და  ტექნოლოგიების იმპორტისა და ექსპორტის პროცესში. მონაწილეები დაწვრილებით გაეცნობიან სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სექტორებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებს.

შეხვედრა გაიმართა ,,სიდას“ პროექტის „ტრანსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების” (Cross Border Economic Development - CED)“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) ფარგლებში.

ორშაბათი, 13 მარტი 2017 08:31
დაწვრილებით...

borjomi18-19 თებერვალს ბორჯომში გაიმართა სასწავლო ტური ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.

სასწავლო ტურის მიზანი იყო ადგილობრივი განვითარების ახალი ფორმის, ე.წ. ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) საქმიანობის გაცნობა. ღონისძიებამ დაასრულა სასწავლო ტურების სერია, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. პირველი სასწავლო ტური გაიმართა ლაგოდეხში, 2016 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე ყაზბეგში 2017 წლის თებერვალში.

ბორჯომის სასწავლო ტურში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ჯგუფის მუშაობას შეუერთდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის: ნოდარ კერესელიძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პურველი მოადგილე, ნინო ჯავახაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, და თამაზ მარსაგიშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

სასწავლო ტური განხორციელდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით. მისი ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) და ორგანიზაციასთან „მერსი ქორფს“ (Mercy Corps) თანამშრომლობით.

სასწავლო ტურის მონაწილეები შეხვდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს. მათ ასევე მოინახულეს ევროკავშირისა (EU) და „მერსი ქორფს“-ის ხელშეწყობით განხორციელებული მცირე ინიციატივები, რომლებიც სოფლის განვითარებას ემსახურება - ბაკურიანის რაფტინგის კლუბი და ტყის აღდგენის პროექტი წაღვერში.

borjomi1ბორჯომის განვითარების ჯგუფი დაარსდა 2015 წლის ნოემბერში ევროკავშირის (EU) ხელშეწყობით. ჯგუფის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირეს ორგანიზაციამ „მერსი ქორფს“ (Mercy Corps), ანგუსის საბჭომ (Angus Council) და ავსტრიის მაღალმთიანი და ნაკლებად მისადგომი ტერიტორიების ფედერალურმა ინსტიტუტმა (Bundesanstalt für Bergbauernfragen). ჯგუფში გაერთიანებულია 25 წევრი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ მუნიციპალურ ცხოვრებაში.

ლაგოდეხი, ყაზბეგი და ბორჯომი საქართველოს პირველი მუნიციპალიტეტებია, სადაც ამოქმედდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG). 2017 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ჩამოყალიბდება კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში - დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, თეთრიწყაროში, ქედასა და ხულოში.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ჩამოყალიბება ეხმიანება საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიას, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წლის დეკემბერში მიიღო.

ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარებისთანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოშიპროგრამა ENPARD ხორციელდება 2013 წლიდან. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტისაქართველოში შეადგენს 102 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყოსოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლადმცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითიინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 00:00
დაწვრილებით...