CIDA

Switch to desktop Register Login

picum

12-13 მაისს „სიდას“ პროექტის ,„პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (GPMR) მენეჯერი, თორნიკე აბაშიძე, ბრიუსელში გამართულ „არადოკუმენტირებული მიგრანტების შესახებ საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმის“ (PICUM) საერთო კრებას დაესწრო.

საერთო კრებაზე განხილულ იქნა მიგრაციის სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხები და კენჭი ეყარა „სიდას“ გაწევრიანებას აღნიშნულ პლატფორმაში, რომელსაც მხარი კრებაზე დამსწრეებმა ერთხმად დაუჭირეს.

PICUM წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის მიზანია არადოკუმენტირებული მიგრანტების უფლებათა დაცვა ევროპის მასშტაბით. მასში ევროპის 31 ქვეყნის 156 ორგანიზაციაა გაწევრიანებული, რომელთაც საშუალება ეძლევათ გააღრმავონ საერთაშორისო პარტნიორობა და მონაწილეობა მიიღონ ევროპის მასშტაბით არადოკუმენტირებული მიგრანტების დაცვის მექანიზმების განვითარებაში.

„სიდა“ PICUM-ში გაწევრიანებით, ხდება ევროპაში არადოკუმენტირებულ მიგრაციასთან დაკავშირებული უდიდესი ქსელის ნაწილი და ჩართული იქნება ევროპის კავშირში მიგრაციის პოლიტიკის მონიტორინგისა და, ასევე, ევროპაში მყოფი ქართველი არადოკუმენტირებული მიგრანტების ეფექტური დახმარების პროცესში.

„სიდამ“ ახლახანს დაიწყო პროექტი მიგრაციის მიმართულებით, რომელიც მიგრანტებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას სთავაზობს. პროექტი ფონდი „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის ძალისხმევის გაერთიანება ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებათა ეფექტური დაცვისა და გაძლიერებისთვის, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების გზით.

ოთხშაბათი, 17 მაისი 2017 12:08
კატეგორია: მიგრაცია
დაწვრილებით...

gpmr,,სიდა“ მიგრაციის მიმართულებით ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის იურისტები პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებებს დაიცავენ.

პროექტი ,,პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (GPMR) ფონდი ,,ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის ძალისხმევის გაერთიანება ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებათა ეფექტური დაცვისა და გაძლიერებისთვის, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების გზით, ასევე, პროცესის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის მიგრაციის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება იურიდიული დახმარების მიწოდება მიგრაციის საკითხებზე ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №9/1
ტელ.: 0341 258 822; +995599 217 599
www.migrant.ge
www.facebook.com/migrant.ge

საკონტაქტო პირები:
თორნიკე აბაშიძე (პროექტის მენეჯერი) ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ქეთი ბერაძე (ანალიტიკოსი), ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
თეონა კილაძე (იურისტი), ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

პარასკევი, 05 მაისი 2017 12:06
კატეგორია: მიგრაცია
დაწვრილებით...

ტატიაარასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა” ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით” ქვემო ქართლის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, რომელიც ითვალისწინებს ეკომიგრანტებისთვის სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.

პროექტი აპრილის თვის ბოლოს დასრულდა, თუმცა მცირე გრანტით დაფინანსებული ბიზნეს იდეების განხორციელება აქტიურად ახლა იწყება, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს სამიზნე ჯგუფს.

ნათელა დუმბაძე, სოფელ სამთაწყაროში, სხვა ეკომიგრანტების მსგავსად დაახლოებით 30 წელია ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში მის ოჯახს გადაეცა ტრაქტორი, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა მისი და ოჯახის შრომა, ახალი ტექნიკის წყალობით მათ მიწის ხელით დამუშავება აღარ უწევთ და ამ სეზონზე გაზრდილ მოსავალსაც ელიან. ოჯახის შემოსავალს ემატება ტრაქტორის ქირის თანხაც, რომელიც თვეში დაახლოებით 400 ლარს შეადგენს.

ჯამში, პროექტის ფარგლებში, სოფელ სამთაწყაროში ტრაქტორი და მიწის დასამუშავებლად სხვა საჭირო ინვენტარი ოთხ ოჯახს გადაეცა. სეზონური სამუშაოების დროს მეზობლები ტრაქტორებს ქირაობენ, რაც ბენეფიციარი ოჯახებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

25 წლის თათია გელაძე სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში მას მარწყვის სათბური და ნერგები გადაეცა. თათიამ და მისმა ოჯახმა ასობით მარწყვის ნერგი დარგეს და მალე უხვ მოსავალს აიღებენ. ამბობენ, რომ მოსავლის რეალიზაცია მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მარწყვზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე დედაქალაქში საკმაოდ მაღალია.
,,ბევრი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც ჩემი ოჯახი აქ დასახლდა, თუმცა სულ ვფიქრობდი აჭარაში დაბრუნებაზე. ამდენი წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, რომ სხვაგვარად ვფიქრობ. როცა ვხედავ ამ პროექტის შედეგს და ჩემს წვლილს, მინდა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე ჩემს სოფელში და წარმატებული მეწარმე გავხდე. ეს ჩემი მიზანია, რომელსაც აუცილებლად მივაღწევ,“ ამბობს თათია.

არანაკლებ წარმატებულია ლალი გეჯაძის ისტორია, რომელიც საგრანტო კონკურსის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, სილამაზის სალონის მოწყობაზე ბიზნეს იდეა კი მისმა ოჯახის წევრმა წარადგინა. ლალი ოჯახში ფინანსური პრობლემების გამო რამდენიმე თვე თურქეთში წავიდა სამუშაოდ, მას შემდეგ კი რაც სალონის გახსნაზე და საჭირო ინვენტარის ყიდვაზე დადებითი პასუხი მიიღო, ის საქართველოში დაბრუნდა. ამჟამად სალონი უკვე გახსნილია, როგორც თვითონ ამბობს სრული დატვირთვით 2 თვეში დაიწყებს მუშაობას, მას შემდეგ რაც პროფესიული გადამზადების კურსს დაასრულებს.

პროექტი ხორციელდება ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან “საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია” (სიქა) და რეგიონის განვითარების ცენტრთან (RDC) ერთად.

პარასკევი, 28 აპრილი 2017 00:00
კატეგორია: მიგრაცია
დაწვრილებით...

13909371 1138833722842423 7767412208000137762 oარასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა” ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ეკომიგრანტებისთვის სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას. პროექტის “მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით” ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის სამ (იმერა, ტბეთი, საყდრიონი) და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში (გორელოვკა) პროექტის წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულეს და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალები გადასცეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს.

აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფლებში ,,სიდას“ დახმარებით გარემონტდება ძველი შენობა და სექტემბრის ბოლოს სოფელ საყდრიონს ახალი საბავშვო ბაღი ექნება; სოფელ ტბეთში მოხდება სოფლის სკოლისა და რიტუალების სახლის წყალმომარაგების მოწყობა და სპორტული დარბაზის სველი წერტილის მშენებლობა . სოფელ გორელოვკაში სპორტული დარბაზი გაიხსნება, სოფელ იმერაში კი ახალგაზრდული ცენტრი და ამბულატორია გაკეთდება. სარემონტო სამუშაოებზე პასუხისმგებელია ,,სიდა“ ხოლო აღნიშნული ობიექტების ინვენტარით აღჭურვაზე ვალდებულება ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა აიღო.

პროექტი “მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი ხორციელდება ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის 7 სოფელში. პროექტს ახორციელებენ სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), რეგიონის განვითარების ცენტრი (RDC) და საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა).

პარასკევი, 05 აგვისტო 2016 14:52
კატეგორია: მიგრაცია
დაწვრილებით...