CIDA

Switch to desktop Register Login

მცერა21 ივნისს, პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწოვნებისთვის“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მწერალთა სახლში ლიტერატურული სახელოსნოს ხელმძღვანელთან, მანანა ბეგიაშვილთან. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ სახლის დაარსების ისტორიასა და სხვა საინტერესო დეტალებს, შეექმნათ მცირე მოთხრობები/მინიატურები, რომელიც გაუზიარეს ერთმანეთს და ასევე მიიღეს უკუკავშირი სახელოსნოს ხელმძღვანელისაგან.

შეხვედრა ემსახურებოდა ახალგაზრდების კულტურისა და ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივებას, საკუთარი თავის გამოცდას წერითი უნარების მიმართულებით და მონაწილეთა შემეცნებითი შესაძლებლობების განვითარებას.

პროექტი „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწოვნებისთვის“ მიმდინარეობს წამების, მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრთან (GCRT) პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 00:00
კატეგორია: მართლმსაჯულება
დაწვრილებით...

კრივი11 ივნისს, საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ პროექტის ახალგაზრდა ბენეფიციარებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, მოზარდებს მიეცათ შესაძლებლობა დასწრებონენ ნაკრების ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ვარჯიშს, გასაუბრებოდნენ მოკრივეებს, მიეღოთ ინფორმაცია სპორტის ამ სახეობის შესახებ და თავადაც მოესინჯათ ძალები კრივში ნაკრების მოკრივეებთან და მწვრთნელებთან ერთად.

შეხვედრაზე ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მიხეილ ბახტიძემ და ევროპის ჩემპიონმა ნიკოლოზ ბეგაძემ ახალგაზრდებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ მიაღწიეს სპორტის ამ სახეობაში წარმატებას. თავის მხრივ, ახალგაზრდებმა მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვეს ევროპის ჩემპიონატისათვის.

შეხვედრა ემსახურებოდა არასრულწლოვნებში სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოზარდების სპორტულ აქტივობებში ჩართვის წახალისებას.
ღონისძიება განხორციელდა თავისუფალ მოაზროვნეთა კლუბთან და საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწოვნებისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიმდინარეობს წამების, მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრთან (GCRT) პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

ორშაბათი, 12 ივნისი 2017 09:27
კატეგორია: მართლმსაჯულება
დაწვრილებით...

ეკოაქცია29 მაისს, რუსთავში, პროექტში „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესებისა ანტისოციალური ქცევის მქონე და კნანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწოვნებისთვის“ ჩართულმა არასრულწლოვნებმა, საქართველოს კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარების ჩართულობით, ეკოაქცია აქცია მოაწყეს. ბავშვებმა დაასუფთავეს დღის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, იმსჯელეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და ჩაერთვნენ სახალისო სავარჯიშოებში. აქტივობის მიზანია არასრულწლოვნებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებისა და გარემოს დაცვითი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

პროექტს ,,სიდა“ წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრთან (GCRT) პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის დონის პრევენცია პოლიტიკის, არსებული პრაქტიკის განვითარებითა და ინდივიდუალური/ჯგუფური სარეაბილიტაციო, სპორტულ, კურტურულ, რეკრეაციული მომსახურებების მიწოდების გზით.

ორშაბათი, 29 მაისი 2017 15:02
კატეგორია: მართლმსაჯულება
დაწვრილებით...

marjanishvili9 მაისს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ბენეფიციარებს. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, სადაც ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ ისტორიულ ფაქტებს თეატრისა და მსახიობების შესახებ, ენახათ სასცენო ატრიბუტები და მოერგოთ კოსტუმები ცნობილი სპექტაკლებიდან. ამასთანავე, მოზარდები დაესწრნენ შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „როგორც გენებოთ“. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება არასრულწლოვნებში ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივებას და მათი კულტურულ-რეკრეაციულ პროგრამებში ჩართვის წახალისებას.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას" მიერ, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრთან (GCRT) პარტნიორობით და მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

ოთხშაბათი, 10 მაისი 2017 09:17
კატეგორია: მართლმსაჯულება
დაწვრილებით...