CIDA

Switch to desktop Register Login

careconf29 ოქტომბერს, ქეამ საერთაშორისო კავკასიაში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მხარდაჭერით, 2011–2014 წლებში განხორციელებული საქმიანობებისა და აქტივობების შესახებ გამართა კონფერენცია. კონფერენციის მიზანი იყო ქეას პროექტების შედეგების შეჯამება, რომლებიც საქართველოსა და სომხეთში განხორციელდა.

მოეწყო პროექტის "ადგილობრივი მონაწილე მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განივთრებისა და მმართველობისათვის- JOIN" შედეგების განხილვა და პროექტის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება. JOIN სამწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ მოსახლეობას სიღარიბის დაძლევაში. პროექტი მოიცავს თორმეტ მუნიციპალიტეტს საქართველოში - სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში და სომხეთში - ლორის, ტავუშისა და შირაქის მარზებში.

ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი 2014 13:47
დაწვრილებით...

DSC 016412–13 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“–ს თანამშრომლები შიდა ქართლის რეგიონის სოფლებში, ერგნეთსა და ტირძნისში ჩავიდნენ და პროექტის – „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა“ (NEO) ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას დააკვირდნენ.

ხუთშაბათი, 14 აგვისტო 2014 00:00
დაწვრილებით...

DSC 0600

1-3 ივლისს, კახეთში, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“, პროექტის „ადგილობრივი მოქმედი მხარეები ერთანდებიან ადგილობრივი ეკონომიკური განივთარებისა და მმართველობისათავის სამხრეთ კავკასიაში - JOIN” ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა”-ს ორგანიზებით, ადგილობრივი განვითარების სამუშო ჯგუფებისთვის, სამოქალაქო ინტერესების დაცვის ტრენინგი განხორციელდა.

პარასკევი, 04 ივლისი 2014 00:00
დაწვრილებით...

DSC 0110

30 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“–ს მახრდაჭერით, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გაიმართა ფორუმი „მესაქონლეობა საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები”.

ღონისძიება ორგანიზებულია იყო „ადგილობრივი მონაწილე მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისთვის სამხრეთ კავკასიაში (JOIN)” პროექტის ფარგლებში.

პარასკევი, 30 მაისი 2014 00:00
დაწვრილებით...