CIDA

Switch to desktop Register Login

01-03-2012

არასრულწლოვნების ინტეგრაციის პროექტი - რუსთავი

 

პროექტის სახელი: კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი არასრულწლოვნების ინტეგრაციის პროექტი - რუსთავი
დონორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ბიუჯეტი: 10 000 GEL
პროექტის ვადები: 01/03/2012 – 01/03/2013
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია, რუსთავში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა და მათი ინტეგრაცია, პიროვნული განვითარების, მათთვის ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემის გზით.

 

პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: პროექტის პირდაპირ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ რუსთავში მცხოვრები კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი ახალგაზრდები. სავარაუდოდ 50 ახალგაზრდა.
პროექტის არაპირდაპირ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ამ ახალგაზრდების ოჯახის წევრები და რუსთავის საზოგადოება, რომელიც სარგებელს ნახავს მათი საქმიანობიდან.
პროექტის ძირითადი აქტივობები: სამუშაო/საკოორდინაციო შეხვედრები რუსთავის პრობაციის ბიუროსთან და სისხლის სამართლის ადგილობრივ საბჭოსთან;
1. თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება იმ კომპანიებთან, სადაც ახალგაზრდები დაკავდებიან საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობით. მემორანდუმში, მათ შორის, გაიწერება ახალგაზრდების შრომითი განრიგი და უსაფრთხოების საკითხები;
2. ახალგაზრდების მცირე გადასამზადებელი/ საკონსულტაციო კურსი იმ სფეროებში, სადაც განახორციელებენ საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობებს;
3. მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახალგაზრდები, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, დაიწყებენ დაკისრებული სამუშაოს შესრულებას. CiDA პერიოდულად განახორციელებს მათი საქმიანობის მონიტორინგს.
4. ის ახალგაზრდები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და ამავე დროს, თავს გამოიჩენენ საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობების შესრულების პროცესში, გაივლიან უნარების განვითარების ტრენინგს. კერძოდ: პროექტის წერისა და მენეჯმენტის სამდღიანი ტრენინგი. CiDA იზრუნებს, რომ ტრენინგ ჯგუფში ჩაერთონ ასევე ის ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან კანონთან კოფლიქტში რაც ახალგაზრდების ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ტრენინგის დამატებითი აქტივობა იქნება ტრენინგგავლილი ახალგაზრდების მიერ დაწერილი პროექტებიდან ორი პროექტის დაჯილდოვება (300 ლარიანი ინიციატივა). დაფინანსების შემდეგ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაქტიკაში გამოიყენონ პროექტის მენეჯმენტის ტრეინინგის დროს მიღებული ცოდნა.
5. ტრენინგ კომპონენტში მონაწილე ახალგაზრდები გაივლიან ასევე პიროვნული განვითარების ტრენინგს. ტრენინგი მოიცავს: განათლებისა და პროფესიულ ბაზარზე ორიენტირებას, CV-ს წერას, გასაუბრებისა და პრეზენტაციის ტექნოლოგიებს, ჯგუფში მუშაობასა და ლიდერობას.
6. პროექტის ბენეფიციარი ახალგაზრდები საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობების პარალელურად, მონაწილეობას მიიღებენ სადისკუსიო შეხვედრებში წარმატებულ/ცნობილ ადამიანებთან. ესენი იქნებიან ხელისუფლების, ბიზნესის, ხელოვნების, სპორტის სფეროს წარმომადგენლები.