CIDA

Switch to desktop Register Login

01-03-2012

შენი ქალაქის მთავრობა და შენ

პროექტის სახელი: შენი ქალაქის მთავრობა და შენ
დონორი: საერთაშორისო სისტემების მართვა (MSI)/USAID
ბიუჯეტი: 49 650 GEL ($30 000)
პროექტის ვადები: 01/03/2012 - 31/12/2012
პროექტის მიზანი: ქალაქის აქტივობების შესახებ საჯარო ცოდნა და საზოგადობის ჩართულობა ქალაქის გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაიზარდება.
პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ყველა ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის და პოლიტიკური შეხედულებების 100,000 მოქალაქე.

 

პროექტის ძირითადი აქტივობები:

1.საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება:
1. ქალაქ რუსთავის ვებ გვერდი: CiDA-სა და ქალაქის ოფიციალური პირების საერთო მუშაობის შედეგად ქალაქის ვებ გვერდს (http://rustavi.unlimited.ge/?lang=en) დაემატება უფრო პრაქტიკული ინფორმაცია და გახდება მოქალაქეებისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი.
2. “შენი ქალაქის მთავრობა და შენ”: CiDA ქალაქის მთავრობასთან ერთად მოამზადებს ბროშურას რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია ქალაქის ვალდებულებებისა და მოქალაქეთა უფლებების შესახებ.


2. სამოქალაქო მონიტორინგის გაზრდა:
1. “მოქალაქეთა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა” (CEMS): CiDA გამოიყენებს მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო საშუალებებს და ვებ გვერდს რათა მოქალაქეებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას საშუალება მიეცეთ გაუკეთონ მონიტორინგი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტოვობებს. კერძოდ, CiDA გააკეთებს რუსთავის ინტერაქტიურ რუკას, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განათავსონ საკუთარი პრობლემები. რუკა განთავსებული იქნება CiDA–ს ვებ www.cso.ge და ქალაქის ოფიციალურ ვებ-გბერდზე www.rustavi.ge.

2. “ხილული საკრებულო”: CiDA ქალაქის მთავრობასთან ერთად
1. გააკეთებს მონიტორინგს და გამოაქვეყნებენ რეპორტებს საკრებულოს სხდომებსა და პლენარულ სხდომების შესახებ. ეს ინფორმაცია განთავსდება ქალაქის ვებ გვერდზე და CEMS–ში. CiDA და ადგილობრივი მედია უზრუნველყოფენ საკრებულოს სხდომების გაშუქებას და იგივე ვიდეო რგოლები დაიდება ქალაქის ვებ გვერდზე და CEMS–ში. 2. CiDA–ს იურისტი ასევე იმუშავებს ქალაქის ოფიციალურ პირებთან რათა მოახდინონ მოქალაქეთა და სამოქალაქო ორგანიზაციების სტიმულირება საკრებულოს სხდომებსა და პლენარულ სხდომებზე დასასწრებლად.


3. საზოგადოებრივი ადვოკატირების გაზრდა:

1. საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო: CiDA დაეხმარება საკრებულოს რომ შეიქმნას მრჩეველთა საბჭო. საკრებულო ანგარიშს მიაწვდის საბჭოს თვის მიმდინარე საქმიანობებთან დაკავშირებით. თავის მხრივ საბჭოს წევრები საკრებულოს მიაწოდებენ ინფორმაციას მიმდინარე თვის განმალობაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივობების, ქალაქის ვებ გვერდის გაუმჯობესების, და CEMS –ის ფარგლებში ჩატარებულ მონიტორინგის შედეგების შესახებ.