CIDA

Switch to desktop Register Login

01-11-2012

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა


პროექტის სახელი: 
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემში
დონორი: ევროკავშირი
ბიუჯეტი: 89 699,9 EUR
პროექტის ვადები: 11/2012 – 01/2014
პროექტის მიზანი: პროექტის საბოლოო მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით. ხოლო პროექტის სპეციფიური მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არასრულწლოვნების რეინტეგრაცია ადგილობრივ თემში მათი პროფესიული და პიროვნული უნარების გაძლიერების გზით.

 

პროექტების მიზნობრივი ჯგუფი:
• კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები;
• პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონალური ბიუროს თანამშრომლები;
• ადგილობრივი მოსახლეობა.

პროექტის ძირითადი აქტივობები:
• ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომელთა საჭიროებათა ანალიზი;
• გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ბიუროს თანამშრომელთა უნარების გაძლიერება მომსახურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
• რეგიონული არასამთავრობო სექტორის მობილიზება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად;
• ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად;
• პიროვნული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება;
• მოხალისეობრივ საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობა;
• "უფროსი" მეგობრის პროეტის განხორციელება;
• 50 ტელე/რადიო რეპორტაჟის მომზადება;
• ინფორმაციული სატელევიზო კლიპის მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე;
• საინფორმაციო ბანერის მომზადება საზოგადოებაში არასრულწლოვანთა მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების განვითარების ხელშესაწყობად;