CIDA

Switch to desktop Register Login

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ 2002 წელს დაარსდა და არსებობის მანძილზე 35–ზე მეტი სხვადასხვა მიმართულებისა და მასშტაბის პროექტი აქვს წარმატებით განხორციელებული.

გარდა პროექტებით გათვალისწინებული აქტივობებისა, დონორების დაფინანსების დამოუკიდებლად,„სიდა“ დამატებით მრავალ აქტივობას ახორციელებს და მომავალშიც გეგმავს რომ განახორციელოს. ორგანიზაცია და მისი წარმომადგენლები მუდმივად აქტიურები არიან და მათზე დაკისრებული უშუალო მოვალეობების გარდა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხის ადვოკატირებით არიან დაკავებულები.

იმისათვის, რომ „სიდას“ როლი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციაში, დაცვასა და განხორციელებაში უფრო ეფექტიანი და მასშტაბური გახდეს, დამატებითი ფინანსები არის საჭირო. აქედან გამომდინარე, საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ორგანიზაციამ შექმნა ონლაინ გადარიცხვის ფორმა, რომლის საშუალებითაც ყველა მსურველს შეუძლია ნებისმიერი რაოდენობის თანხის გადმორიცხვა. თქვენი შემოწირულობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს უკეთესად დავიცავთ და დავეხმარებით მათ ცხოვრების გაუმჯობესებაში.

 

 

 

დონაცია