ისტორია

2002


კავშირი „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (სიდა) დაფუძნდა 2002 წლის 13 აგვისტოს.

2003

2003 წლიდან „სიდამ“ მიიღო პირველი დაფინანსება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოსგან“, რომელიც ანტიკორიფციულ საზოგადოებრივ ინიციატივას წარმოადგენდა და რომელიც ქალაქ რუსთავში განხორციელდა.

2006

2006–2008 წლებში „სიდა“ უშვებდა პირველ რეგიონულ ქართულ–აზერბაიჯანულ გაზეთ „ტაიმერს“.

2006 წლის 11 მაისს „სიდამ“ განახორციელა ცვლილებები რეგისტრაციაში, შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ჩამოყალიბდა, როგორც ფონდი.

2006 წლიდან „სიდამ“, „კათოლიკური დახმარების სამსახურის“ (CRC) მხარდაჭერით, დაიწყო საქმიანობა ქვემო ქართლის რეგიონში მედიის განვითარების ხელშეწყობის კუთხით, რომელიც ეროვნული უმცირესობებისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავდა მიზნად

2007

2007 წლიდან „სიდამ“, „ქეა საერთაშორისო კავკასიასთან“ ერთად და „ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (ADC) მხარდაჭერით, აქტიურად დაიწყო მუშაობა სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროში.

2008

2008 წლიდან „სიდა“ არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირია.

2008 წელს ამუშავდა ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი www.cida.ge

2008 წლიდან „სიდამ“ თანამშრომლობა დაიწყო „მშვიდობის კორპუსთან“, რის შედეგადაც პირველი ამერიკელი მოხალისე ჩაერთო ორგანიზაციის საქმიანობაში.

2008 წელს „სიდამ“, „შვედეთის საერთაშორისო განვითარების მხარდაჭერით“, პირველი პროექტი განახორციელა სამართლიანი არჩევნების მხარდასაჭერად.

2008-2009 წლებში „სიდამ“, აშშ საელჩოსა და „ჯერმან მარშალ ფონდის“ „შავი ზღვის პროექტის“ (Black Sea Trust) მხარდაჭერით, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის შექმნის მხარდამჭერი ინიციატივა განახორციელა.

2009

2009–2011 წლებში „სიდას“ ბაზაზე ფუნქციონირებდა ქვემო ქართლის რეგიონული სააგენტო „რეგინფო“.

2009 წელს „სიდამ“ დააფუძნა ა(ა)იპ „ქვემო ქართლის მედია ჯგუფი“.

2009 წლიდან „სიდამ“, „ქეა საერთაშორისო კავკასიასთან“ ერთად და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, დაიწყო საქმიანობა შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში დევნილთა სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებით.

2009 წლიდან „სიდამ“, „ქეა საერთაშორისო კავკასიასთან“ ერთად და ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ADC) მხარდაჭერით, დაიწყო საქმიანობა საქართველო–სომხეთის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების პროექტზე

2010

2010–2012 წლებში „სიდას“ ბაზაზე ფუნქციონირებდა ქვემო ქართლის ქართულ–რუსულენოვანი საინფორმაციო ვებ–პორტალი www.kvemokartli.ge

2010 წლიდან „სიდამ“, „ჯერმან მარშალ ფონდის“ „შავი ზღვის პროექტის“ (Black Sea Trust) მხარდაჭერით, საქმიანობა დაიწყო რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებაზე.

2010–2012 წლებში „სიდა“, ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს წევრია.

2011

2011 წლიდან „სიდა“ კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წევრია.

2011–2012 წლებში „სიდამ“, იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, მოხუცებულთა თავშესაფრის რეაბილიტაციის პროექტი განახორციელა.

2011 წელს „სიდამ“, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში განხორციელებული სამთავრობო პროექტების მონიტორინგი განახორციელა.

2011 -2012 წლებში „სიდა“ სახელმწიფო იურიდიული დახმარების მონიტორინგის საბჭოს წევრია.

2012 წელს „სიდამ“ გამოაქვეყნა კვლევა „მულტიეთნიკური საზოგადოება ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში“

2011 -2012 წლებში „სიდა“ საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის წევრია.

2012

2012 წლიდან „სიდამ“, „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან“ (G-PAC პროექტი) ერთად და „აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) მხარდაჭერით, დაიწყო საქმიანობა აღმოსავლეთ საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების მხარდასაჭერად.

2012 წლიდან „სიდამ“, საქართველოს იუსტიციისა სამინისტროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქმიანობს კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი არასრულწლოვნების ინტეგრაციაზე.

2012 წლიდან „სიდამ“, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა“ და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით, საქმიანობა დაიწყო მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის სფეროში.

2012 წელს „სიდამ“ გამოაქვეყნა „იურიდიული დახმარების შესაძლებლობებისა და საჭიროებების კვლევა“.

2012 წელს „სიდამ“, „მონიტორინგის საერთაშორისო სისტემებთან“ (MSI) თანამშრომლობით და „აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) მხარდაჭერით, შექმნა მოსახლეობის კომუნალური პრობლემების ადვოკატირების მექანიზმი „სამოქალაქო მონიტორინგის ელექტრონული სისტემა“ (CEMS).

2012 წლიდან „სიდამ“, თანამშრომლობა დაიწყო „აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების პროექტთან (NEO), სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.

2013

2013 წლიდან „სიდამ“, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქმიანობა დაიწყო მიგრაციის სფეროში.


2013 წლიდან „სიდამ“ შექმნა რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ქსელის ელექტრონული სისტემა www.cso.ge 

2015

სიდას და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრას" ინიციატივით დაფუძნდა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი.

სიდა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელს შეუერთდა

2016

2016 წელს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი დაარსდა, რომლის სამდივნოდ ,,სიდა" განისაზღვრა

2017

სიდა AmCham-ის წევრი გახდა.

სიდას ინიციატივით რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო სექტორსა და ბიზნეს შორის აქტიური თანამშრომლობა დაიწყო.

ევროკავშირში/შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილებასთან დაკავშირებით, სიდამ სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელთან თანაშრომლობით, დაიწყო კამპანია ,,ევროპა სახლია."