მედიაცია და ბიზნესი: დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი

22.10.2020

საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია - ,,მედიაცია - დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმი ბიზნესსექტორში“. 

დისკუსია გახსნა მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა და შვედეთის საელჩოს პროგრამების განვითარების ოფიცერმა თინათინ გენებაშვილმა. 

ღონისძიებას, რომლის მიზანია მედიაციის არსის წარმოჩენა და ამ სფეროში არსებული სიახლეების გაცნობა, დაესწრნენ მთავრობის, ბიზნესისა და სასამართლოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია მედიაციის სასამართლო და არასასამართლო ფორმების შესახებ; გაეცნენ მედიაციის უპირატესობებსა და მედიატორის დანიშვნის წესებს. შეხვედრა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა