პროექტები
პროექტის სახელი: ichange.gov.ge რეგიონული მხარდაჭერის ინიციატივა
დონორი: USAID/GGI
პროექტის განმახორციებლები: სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი
ბიუჯეტი: 93 600 ლარი
პროექტის ვადები: 26/06/2017-26/02/2018
პროექტის მიზანი: ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმის პოპულარიზაცია რეგიონებში. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პროექტის სახელი: კერძო სექტორის ჩართულობა კატასტროფების რისკის შემცირებაში
დონორი: „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“
განმახორციელებელი ორგანიზაცია: სიდა
ბიუჯეტი: 8 000 ევრო
პროექტის ხანგრძლივობა: 2017-2018
პროექტის მიზანი: სიდას მხარდაჭერით ორგანიზაცია ,,ბრიჯის" CSR კლუბში და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში გაწევრიანება და ბრიჯის მხრიდან, კერძო სექტორში კატასტროფების რისკების შემცირების და ამ მიმართულებით კორპორაციული კულტურის დანერგვის უზრუნველყოფა.
პროექტის სახელი: საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდა
დონორი: მსოფლიო ბანკი, იაპონიის სოციალური განვითარების ფონდი
განმახორციელებელი ორგანიზაცია: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა", სიდა
ბიუჯეტი: 94 562 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობა: 29.05.2017-31.12.2018
პროექტის მიზანი: უმუშევრობის შემცირება და საოჯახო მეურნეობის შემოსავლის გაზრდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
პროექტის სახელი: სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა (FASSI)
დონორი: ევროკავშირი
განმახორციელებელი ორგანიზაცია: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სიდა, ათინათი, ISET, EDA
ბიუჯეტი: 161 663
პროექტის ხანგრძლივობა: 2017-2019
პროექტის მიზანი: პროექტის მთავარი მიზანია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების სიმძლავრეების განვითარება, რათა შემდგომში მათ უკეთ შეძლონ მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება, ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობა და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. პროექტი ასევე ითვალისწინებს, DCFTA და მცირე და საშუალო ბიზნესის თემატიკასთან დაკავშირებით, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგში ჩართვას.
პროექტის სახელი: საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა, UK Aid
პროექტის განმახორციებლები: სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი
ბიუჯეტი: 49 500 USD
პროექტის ვადები: 01/03/2017-31/12/2017
პროექტის მიზანი: საჯარო სამსახურის რეფორმის გაცნობა რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება