პროექტები
პროექტის სახელი: სამოქალაქო მონაწილეობის პროექტი
დონორი: Black Sea Trust
ბიუჯეტი: 23 260USD
პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები: რუსთავის თვითმმართველობა, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია.
პროექტის ვადები: 01/03/2009–28/02/2010
პროექტის მიზანი: განჭვირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი მთავრობა ეფექტრუ სერვისებს აწვდის რუსთავის მოქალაქეებს და ხელს უწყობს მათ აქტიურ მონაწილეობას ადგილობრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
პროექტის ძირითადი აქტივობები: თვითმმართველობა– მოქალაქის კომნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბება; ადგილობრივ თვითმმართველობასთან მოლაპარაკების წარმოება სამოქალაქო საკონსულტაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით; ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმების მომზადება სადაც განსაზღვრული იქნება საერთო მიზნები, ამოცანები და სტრატეგია; საბჭოს წევრთა შერჩევა და შეხვედრების ჩატარება; ყოველთვიური გაზეთის- თვითმმართველი მაცნეს გამოცემა; რუსთავის თვითმმართველობის კანონთა კრებული 2007; ღია კარის დღეების ორგანიზება; რუსთავის ბიუჯეტის კვარტალური ანალიზი; ქვემო ქართლის ადგილობრივი მთავრობის პრესკონფერენციების ორგანიზება ქვემო ქართლის მედია ცენტრში; ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ჩატარებული აქტივობების მონიტორინგი.
პროექტის სახელი: მულტიეთნიკური დიალოგი
დონორი: ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“
ბიუჯეტი: 12 645 USD
პროექტის ვადები: 15/01/2010–15/06/2010
პროექტის მიზანი: საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი განხორციელებულია, რაც დაფუძნებულია ყველა ეთნიკური ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების რეალიზებაზე.
პროექტის ძირითადი ამოცანები:
- შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქვემო ქართლის საზოგადოებისთვის;
- შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმის ქვემო ქართლის კომპონენტების განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგი განხორციელებულია;
- შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმის ქვემო ქართლის კომპონენტების განხორციელების პროცესში სამოქალაქო თანამონაწილეობა უზრუნველყოფილია;
- შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის მიმართ არსებობს ფართო საზოგადოებრივი სანდოობა.
ძირითადი აქტივობები:
პროექტი “მულტიეთნიკური დიალოგი” ქვემო ქართლის რეგიონში ძირითადად შემდეგი მიმართულებებით განხორციელდა:
- მონიტორინგი;
- დისკუსია;
- ინფორმირება;
- ანალიზი/წინადადებები და რეკომენდაციები.
პროექტის სახელი: სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი
დონორი: Black Sea Trust
ბიუჯეტი: 69 880 USD
პროექტის ვადები: 15/07/2010-31/08/2011
პროექტის მიზანი: ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური ჩართვა საქართველოს სოციალური (საზოგადოებრივი) განვითარების პროცესში.
პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციები
პროექტის ძირითადი აქტივობები:
სამოქალაქო ორგანიზაციების რესურს–ცენტრის შექმნა და ამოქმედება: 1.სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა საოფისე ფართით (ტრენინგ და საკონფერენციო), ტექნიკური რესურსებითა და ბიბლოთეკით; 2. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; 3. კონსულტაციის გაცემა სხვადასხვა საკითხებზე
სამოქალაქო ორგანიზაციების განათლება და ტრენინგები: პროექტის წერა; დაფინანსების მოპოვება; სტრატეგიული დაგეგმვა; კომუნიკაცია; პროექტის მენეჯმენტი; კოალიციური საქმიანობა. ასევე, კომპიუტერისა შემსწავლელი კურსები; და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები.
სხვა აქტივობები
- სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია კამპანიებით, მედია ღონისძიებებითა და სხვა;
- შეხვედრების ორგანიზება ფონდებთან;
- ორგანიზაციების წარმომადგენელთა სასწავლო ვიზიტები თბილისის განვითარებულ ორგანიზაციებში.
- ტრენინგები სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის: ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენელთათვის
სამოქალაქო ინიციატივების ფონდის შექმნა
- სამოქალაქო განვითარების სფეროში საუკეთესო პროექტებისთვის გაიცემა 5 გრანტი USD 2000 მოცულობით.
სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივი აქტივობის წახალისება
- საერთაშორისო დღეების ერთობლივი აღნიშვნა;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფების ინტერესთა დაცვის მიზნით საერთო ძალისხმევის განხორციელება.
სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას შორის ეფექტური თანამშრომლობის წახალისება
- სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ცენტრის საქმიანობის პოპულარიზება საინფორმაციო პორტალზე www.kvemokartli.ge
პროექტის სახელი: მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი
დონორი: UNDP/EU
ბიუჯეტი: 92 000 USD
პროექტის მხარდამჭერები: პროექტი ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა.
პროექტის განხორციელების ვადები: 01/11/2010–30/10/2011
პროექტის მიზანი: ქვემო ქართლსა და და სამცხე–ჯავახეთში არსებული და პოტენციური კონფლიქტების მშვიდობანი ტრანსფორმირების ხელშეწყობა.
პროექტის განხორციელების არეალი: ქვემო ქართლი და და სამცხე–ჯავახეთი
აქტივობების მიმართულებები:
პროექტის მიზნების მისაღწევად „სიდამ“ გამოიყენა 2 ძირითადი სტრატეგიული მიმართულება:
სტრატეგია 1 – მშვიდობის მშენებლობის ხელმშემწყობი გარემოს შექმნა
სტრატეგია 2 - კონტაქტების გაძლიერება ადამიანებს შორის
პროექტის სახელი: იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში
დონორი: ევროკომისია
ბიუჯეტი: 108 776 USD
პროექტის ვადები: 01/08/2009- 31/01/2011
პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები:
მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (ACF);
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი DVV International).
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქვემო ქართლის რეგიონში განსახლებული იძულებით გადაადგილებული პირების (დევნილების და ეკომიგრანტების) სოციო-ეკონომიკურ ინტეგრაციას ახალ თემებში.
პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: პროექტის მთავარ სამიზნე ჯგუფს შეადგენენ აღნიშნულ სოფლებში ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. პროექტის ბენეფიციართა შორის არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.
პროექტის ძირითადი აქტივობები: მიზნის მისაღწევად, მათი ახალი კოლექტიური განსახლების ადგილებში (კოდა, შაუმიანი, ქვემო ბოლნისი, ხიხანი, რუსთავი) განხორციელებული იქნა თემის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე, მმართველობის გაუმჯობესებაზე, თემის წევრების დამატებით განათლებაზე და მათ შესაძლებობათა ზრდაზე ორიენტირებული ღონისძიებები. პროექტის ფარგლებში, ესპანური ACF-ი კოდის, შაუმიანის, ქვემო ბოლნისისა და ხიხანის თემებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან (თემის განვითარების ჯგუფებთან) მჭიდრო თანამშრომლობით, განახორციელა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტები და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა.
გერმანული DVV Internatioanl, თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, კოდასა და შაუმიანში დააფუძნა სათემო განათლების ცენტრები. აღნიშნულ ცენტრებში ადგილობრივ და იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებმა (ნებისმიერი ასაკის) შეძლეს სხვადახვა უფასო საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურების მიღება: კომპიუტერის, ენების, პროფესიული მომზადებისა (სახელობო) და პიროვნული განვითარების კურსების გავლა; კონსულტაციების მიღება სამართლებრივ და სოცალურ საკითხებზე; ახალგაზრდულ პროგრამაში მონაწილეობა და სხვა.
„სიდამ“ განახორციელა DVV International-ის ანალოგიურ საქმიანობა თვითმმართველ ქალაქ რუსთავში.