მისია/სტრატეგია

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.


ღირებულებები:
პროფესიონალიზმი – პროფესიონალიზმი თავის თავში საქმის ცოდნასა და ყველა შესასრულებელი სამუშაოსადმი გულმოდგინე მიდგომას გულისხმობს. აღებული პასუხისმგებლობის გააზრება, ვალდებულებათა დროულად და ხარისხიანად შესრულება და პროფესიული ცოდნის სრულყოფისკენ სწრაფვა  „სიდასთვის“ უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. პროფესიონალიზი ასევე მოიცავს განვითარებაზე ორიენტაციას და ინოვაციური მიდგომების გამოყენებას.

სამართლიანობა – „სიდას“ საქმიანობას საფუძვლად უდევს პატიოსნება, კეთილსინდისიერება და კომპრომისი. ეს ყველაფერი სამართლიანი საზოგადოების შექმნის წინაპირობაა. ამასთან, „სიდა“ მიუკერძოებელი და ობიექტურობის პრინციპის დამცველი ორგანიზაციაა, ვისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს  პროფესიული ეთიკის დაცვას.

გამჭვირვალობა – ორგანიზაციის ყველა საქმე საზოგადოების ყველა ფენისთვის არის გამჭვირვალე და ინფორმაცია  „სიდას“ შესახებ არის ყველასთვის ღია. „სიდა“ ცდილობს მაქსიმალურად  უზრუნველყოს მისი საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

ტოლერანტულობა – სხვადასხვა სოციალურ ჯგუფების მიმართ შემწყნარებლობა და მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა „სიდას“ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. ამასთან, „სიდას“ საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გენდერული თანასწორობის  უზრუნველყოფა და გედნერული საკითხების პოპულარიზაციაა.



სტრატეგიული მიზნები:

2017-2020 წლებში სიდას საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები იქნება:

• სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება  
• ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება
• მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება
• პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისება
• გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება


მისია:

„სიდა“, ბიზნესთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან, სამოქალაქო სექტორსა და მთავრობასთან თანამშრომლობის გზით, ემსახურება საქართველოს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვას, პოპულარიზაციასა და განხორციელებას, რითაც ის ხელს უწყობს ეკომიგრანტების, დევნილების, ემიგრანტების, სოფლად მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების, ქალების, შშმ პირების, ყოფილი პატიმრების, ეროვნული უმცირესობების, პრობაციონერებისა და კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და ინდივიდუალურ განვითარებას.