სიდას და R-CSN-ის წევრებმა ევროპის სოფლის პარლამენტის შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

23.10.2017

18 – 21 ოქტომბერს, ჰოლანდიის ქალაქ ვენჰორსტში გაიმართა ევროპის სოფლის პარლამენტის (European Rural Parliament) შეკრება, სადაც ევროკავშირის 40 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ,,სიდამ“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრმა ორგანიზაციებმაც მიიღეს მონაწილეობა.

შეკრების მიზანი სოფლის განვითარებაში ადგილობრივი თემის ჩართულობის გაძლიერება და ევროპის სოფლის განვითარების პოლიტიკის გაუმჯობესება იყო. მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: სოფლის დონეზე ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა; სოფლის განვითარებაში LEADER მიდგომის პოპულარიზაცია და თემის მიერ ადგილობრივი საჭიროებების გადაჭრის მექანიზმების დახვეწა.

სიდას და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წარმომადგენლებმა 4 თემატურ სამუშაო ჯგუფში მიიღეს მონაწილება, რაც სოფლის მდგრადი განვითარების, თანამონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღების და ახალგაზრდებისთვის სოფლად ცხოვრების შესაძლებლობების გაზრდისკენ იყო მიმართული.

მიმდინარე წელს ევროპის სოფლის პარლამენტი მესამედ შეიკრიბა. შეკრებები მიზნად ისახავს არსებული მოდელის პოპულარიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოფლის ეროვნული პარლამენტის (National Rural Parliaments) შექმნის მიზნით.

კატეგორია: ადგილობრივი განვითარება