ტრენერთა ტრენინგი თანასწორთა განათლების საკითხებზე

09.02.2018

8-9 თებერვალს პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თანასწორთა განათლების საკითხებზე. ტრენინგი განკუთვნილი იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ახალგაზრდული მუშაკებისათვის. ტრენინგის დროს გაიმართა თანასწორთა განათლების შესახებ მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების განხილვა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანასწორთა განათლების ზოგადი პრინციპები და თეორიული საფუძვლები, ცვლილებების მიღწევა და მოზარდების მოტივირება, მოზარდების მიერ სათემო აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და მათთან მუშაობის სპეციფიკური ტექნიკები. გადამზადებული პირები პროექტის ფარგლებში მოახდენენ რთული ქცევისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისა და სხვა მოზარდების თანასწორთა განმანათლებლებად მომზადებასა და მათ მხარდაჭერას სათემო აქტოვობების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე.

პროექტი ხორციელდება წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან (GCRT) პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

კატეგორია: მართლმსაჯულება