ტრენინგი გარემოს დაცვის საკითხებზე

28.04.2018

27 აპრილს „სიდას“და სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის SKYE კლუბის თანამშრომლობით რუსთავში, გარემოს დაცვის თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი „დედამიწის დღის“ კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა და ემსახურებოდა მონაწილეთა გარემოსდაცვით საკითხებისა და მათი მოქალაქეობრივი როლის გაზრდის მიმართ ცნობიერების ამაღლებას. ახალგაზრდებს ინფორმაცია მიეწოდათ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ როგორიცაა: გლობალური დათბობა, ნარჩენების გადამუშავება და გარემოს დაბიძნურება. ტრენინგს ორბელიანი საქართველოს მოხალისე ტრენერი, გიგა გიგაური უძღვებოდა.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწოვნებისთვის“ ფარგლებში. პროექტი მიმდინარეობს წამების, მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრთან (GCRT) პარტნიორობით.


კატეგორია: მართლმსაჯულება